РИА Новости: რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს
რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებმა უკრაინის ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო РИА Новости-ი ავრცელებს.
10 თებერვალს ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინიდან აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების გაყვანის ფონზე, რუსეთის საელჩოს პერსონალის ნაწილის დროებით ევაკუაციას განიხილავენ.
გუშინ აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა განაცხადა, რომ რუსეთმა 20 თებერვლამდე შესაძლოა უკრაინაში სამხედრო აგრესიის განახლება სცადოს.
უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის „დაუყოვნებლივ“ დატოვებისკენ მოუწოდა.
მსგავსი განცხადებები გააკეთეს დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ, ისრაელმა, ლატვიამ და სხვა ქვეყნებმა.
ესკალაციის ქრონიკა: უკრაინა-რუსეთის შესახებ ბოლო სიახლეები
- თეთრი სახლი: რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ოლიმპიადის დასრულებამდე შეიჭრას
- უახლოეს მომავალში ვლადიმირ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის საუბარი შედგება
- აშშ-მ, ბრიტანეთმა, სხვა ქვეყნებმა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს
- დაძაბულობის ზრდის ფონზე პუტინი და მაკრონი სატელეფონო საუბარს გამართავენ
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო
- РИА НОВОСТИ: რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს