ეგზიტპოლების თანახმად, ხმების 64%-ით რუმენ რადევმა ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.
მეორე ადგილზე კი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი გავიდა.
სოციალისტი რადევის კამპანია ძირითადად კორუფციასთან ბრძოლაზე იყო ფოკუსირებული.
რადევი ერთი წლის წინ ქვეყანაში მიმდინარე ანტი-კორუფციული დემონსტრაციების აქტიური მხარდამჭერი იყო. აქციების შედეგად ბულგარეთის პრემიერი ბორისოვი გადადგა.
წინა კვირაში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდა, რომელიც ახლადშექმნილმა კორუფციის მოწინააღმდეგე პარტია "ცვლილებების გაგრძელებამ" მოიგო. პარტიის ლიდერები რადევის მიერ დანიშნული მინისტრები - კირილ პეტკოვი და ასენ ვასილევი არიან.