რუსეთში კორონავირუსით დღიური გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა
სამშაბათს, რუსეთში, ერთ დღეში, კორონავირუსით 652 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
რუსეთში ხუთშაბათის შემდეგ ყოველდღიურად კორონავირუსით 600-ზე მეტი ადამიანი იღუპება, ინფიცირების ახალი შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი კი 20 ათასია.
ეპიდემიოლოგები გაუარესებულ მდგომარეობას ვირუსის დელტა ანუ ინდურ შტამს უკავშირებენ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ინფიცირების 5.5 მილიონი შემთხვევა და 134 000-ზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა.
ქვეყანაში ვაქცინის ერთი დოზით მაინც მოსახლეობის მხოლოდ 14%-ია აცრილი.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთში ვაქცინაცია გარკვეულ სექტორებში დასაქმებული ადამიანებისთვის შეიძლება სავალდებულო გახდეს.