რუსეთში თებერვლის შემდეგ პირველად 12 000 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა
22 თებერვლის შემდეგ პირველად, 11 ივნისს რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
იმავე დღეს ვირუსით 396 ადამიანი დაიღუპა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვში დაფიქსირდა - 5853.
პანდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში კორონავირუსი 5 180 454 ადამიანს დაუდასტურდა და 125 674 დაიღუპა.