რუსეთის დუმა დონეცკის და ლუჰანსკის აღიარების საკითხს განიხილავს

 

დღეს, 15 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო დუმა უკრაინის სეპარატისტული და რუსეთის მიერვე მხარდაჭერილი თვითაღიარებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების 2 კანონპროექტს განიხილავს. 

თავდაპირველად უკრაინის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების კანონპროქტი დუმაში რუსმა კომუნისტებმა დაარეგისტრირეს. იმავე შინაარსის კიდევ ერთი კანონპროექტი შევიდა დუმაში, გუშინ 14 თებერვალს. 

ამჯერად ახალი კანონპროექტის ინიციატორები მმართველი პარტიის, ედინაია როსიას დეპუტატები და დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ ვოლოდაცკი და მისი მოადგილე არტიომ ტუროვი არიან. 

ვოლოდინის თქმით, პირველი კანონპროექტი მხარდაჭერის შემთხვევაში პირდაპირ პრეზიდენტს გადაეგზავნება, ხოლო მეორე კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში საჭირო იქნება კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა საკითხთან დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები