რუსეთის ფლოტის დაბომბვაში უკრაინას სევასტოპოლის მოსახლეობა დაეხმარა - АТЕШ
პარტიზანული მოძრაობა АТЕШ-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სევასტოპოლში რუსეთის ფლოტზე სარაკეტო შეტევის განახორციელებაში უკრაინის არმიას ისინი ეხმარებოდნენ.
მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ კვირას პარტიზანები მტრის მნიშვნელოვანი სამხედრო სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის აქტიურობდნენ. მოძრაობამ ასევე მადლობა გადაუხადა სევასტოპოლის მცხოვრებლებს, რომლებიც ყოველდღიურად აგზავნიან მონაცემებს, ფოტოებს და კოორდინატებს ღირებული ინფორმაციით.
"ჩართული იყვნენ აგენტები სხვადასხვა სფეროდან: მშვიდობიანი მოქალაქეები, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო პერსონალი და სარემონტო ქარხნის მუშები (სადაც ერთ-ერთი სამიზნის შეკეთების ბოლო ეტაპი მიმდინარეობდა). სამუშაოს შედეგი საბოლოოდ ის იყო, რომ დიდი სადესანტო გემი "მინსკი" და წყალქვეშა ნავი "დონის როსტოვი" წარმატებით დაიბომბა." - აცხადებენ პარტიზანები.
კონტექსტი
13 სექტემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და სცეპსამსახურებმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სევასტოპოლის სამხედრო პორტზე ყველაზე მასშტაბური და კოორდინირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
წარმატებული შეტევის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო გემმა "მინსკმა".
გარდა ამისა, ომის მიმდინარეობისას უკრაინულმა ძალებმა პირველად შეძლეს ოკუპანტების წყალქვეშა ნავის დაზიანება. წინასწარი ცნობებით, შეტევაში მონაწილეობდნენ როგორც საავიაციო, ასევე საზღვაო ძალების დანაყოფებიც.