რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტისთვის ყაზახეთი სავაჭრო ფლოტს ზრდის
მიმდინარე წელს ყაზახეთის ეროვნული საზღვაო გადამზიდი Казмортрансфлот დამატებით 2 ნავთობტანკერს შეიძენს. ამგვარი ყაზახეთის კუთვნილი კასპიური ფლოტში გემების რაოდენობა ხუთამდე გაიზრდება. სწორედ ამ მარშრუტს იყენებს ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტისთვის.
რუსეთის მიღმა ნავთობის ექსპორტის მთავარი მარშრუტი ყაზახეთის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მისლადენია. მილსადენამდე ნავთობი კასპიური ზღვის გავლით აღწევს. მიმდინარე წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გატარებული გაზის როდენობა 1.5 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. მარტში ამ მილსადენის გავლით ყაზახეთმა 20 ათასი ტონა ნავთობი გაატარა, აპრილში მოცულობა 125 ათას დონამდე უნდა გაიზარდოს.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ყაზახეთი მილსადენის გავლით გატარებული ნავთობის მოცულობის წლიურად 20 მილიონ ტონამდე გაზრდაზე მუშაობს. წყაროების ცნობით, ამისთვის საჭირო იქნება მოცულობითი ინვესტიციები ქალაქ ოქტაუს პორტის გაფართოებისთვის, მათ შორის პორტის გაღრმავება და ასევე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა.
ზოგი წყაროს ცნობით შესაძლოა საუბარი იყოს ათეულობით მილიარდ დოლარზე.
კონტექსტი
ამ დროისთვის ყაზახეთის მთლიანი სანავთობო ექსპორტის 80% რუსეთის გავლით ხორციელდება. ყაზახური ნედლეული კასპიის მილსადენის კონსორციუმის კუთვნილ წერტილებში, ქალაქ ნოვოროსისკში იყრის თავს. სწორედ ნოვოროსისკის პორტიდან ნაწილდება ყაზახური ნავთობი გლობალურ ბაზრებზე.
2022 წლის ივლისში რუსეთის პრიმორსკის მხარის სასამართლომ კასპიური მილსადენის კონსორციუმის მუშაობა 30 დღის ვადით, "გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრამდე შეაჩერა."
სწორედ ეს გახდა ყაზახეთის მხრიდან ალტერნატიული მარშრუტების ძებნის მიზეზი. თუმცა ექსპორტის მარშრუტების ცვლილებას შესაძლოა ხელი შეუშალოს რამდენიმე ფაქტორმა: კასპიის მილსადენის კონსორციუმთან დადებულმა გრძელვადიანმა ხელშეკრულებებმა და რუსული მარშრუტის შედარებითმა სიიაფემ.
აზერბაიჯანმა ყაზახეთის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტიც შესთავაზა - ბაქო-სუფსა. ყაზახეთის ვიცე-პრემიერის თქმით, მხარეები ამ დროისთვის აღნიშნული მარშრუტის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლით და კონკრეტული შესაძლებლობების გაზრდის შესაძლებლობებს სწავლობენ.
სუფსის მარშრუტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას შეადგენს.