ქალაქ დნიპროში გარდაცვლილთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა
ქალაქ დნიპროში მრავალსართულიანი საცხოვრებელ სახლზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.
დაშავებულია 80-მდე მოქალაქე, ხოლო კიდევ 35 მოქალაქის ბედი, რომლებიც მაღალი ალბათობით ნანგრევებში არიან მოყოლილნი. "ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება",- განაცხადა საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
კონტექსტი
14 იანვარს რუსეთის ფედერაციამ უკრიანაზე მორიგი მასირებული სარაკეტო დარტყმა მიიტანა - ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რომლის ერთი კორპუსიც სრულად ჩამოიშალა.
ჯამურად 14 იანვრის დარტყმას მთელი ქვეყნის მასშტაბით 39 მშვიდობიანი უკრაინელი ემსხვერპლა.