რუსეთის თავდაცვა: სოლედარის შტურმში 'ვაგნერის' მებრძოლები მონაწილეობდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, პირველად აღიარა საბრძოლო მოქმედებებში ევგენი პრიგოჟინის მიერ კონტროლირებადი ვაგნერის მონაწილეობის შესახებ. 

"რაც შეეხება უშულოდ სოლედარის საცხოვრებელი კვარტლაების შტურმს, ეს საბრძოლო ამოცანა ვაგნერის მამაცმა და თავგანწირულმა მოხალისეებმა შეასრულეს",- ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად აღიარა ომში ვაგნერის მონაწილეობის შესახებ. 

კონტექსტი 

თავდაცვის სამინისტროს განცხადება წინ უძღოდა ევგენი პრიგოჟინის უკმაყოფილება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მისთვის გამარჯვების მოპარვას ცდილობდა." პრიგოჟინის თქმით, კორუმპირებული ჩინოვნიკები ვაგნერის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კამპანიას აწარმოებენ, რომლის მიზანიც მისი სახელის მიჩქმალვაა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სოლედარი რუსეთის რეგულარული არმიის შენაერთებმა დაიკავეს, განცხადებაში ვაგნერი ნახსნები არ ყოფილა. სწორედ ეს გახდა პრიგოჟინის უკმაყოფლების მიზეზი. 

დღეს, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ბახმუტთან 10 კილომეტრით დაშორებულ დაბა, სოლედარს სრულად აკონტროლებენ. 11 იანვარს იმავე შინაარსის განცხადება ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა, ის ხაზს უსვამდა, რომ ქალაქის შტურმში მხოლოდ და მხოლოდ მისი მებრძოლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები