რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: მაკიივკაში დაღუპულების რაოდენობა 89-მდე გაიზარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ოკუპირებულ მაკიივკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულების რაოდენობა 63-დან 89-მდე გაიზარდა. 

ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს პირველმა მოადგილემ, სერგეი სევრიუკოვმა განაცხადა

რუსეთის თავდაცვის უწყება ამ დრომდე აცხადებდა, რომ მაკიივკაში სულ 63 ჯარისკაცი დაიღუპა. სევრიუკოვის თქმით, დაღუპულთა შორისაა პოლკის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ბაჩურინი.

სევრიუკოვი ამბობს, რომ რუსი სამხედროების თავშეყრის ადგილის გამოთვლა უკრაინულმა ძალებმა მობილიზებულების მობილური ტელეფონების მეშვეობით მოახერხეს, რომლებსაც ჯარისკაცები აკრძალვის მიუხედავად იყენებდნენ. 

"ამ ფაქტორმა მოწინააღმდეგეს მისცა საშუალება დააედგინა კოორდინატები და განეხორციელებინა ზუსტი სარაკეტო დარტყმა",- ამბობს სევრიუკოვი. 

კონტექსტი

ახალი წლის ღამეს უკრაინელმა ზუსტი სამხედრო დარტყმა მიიტანეს ოკუპირებულ მაკიივკაში მდებარე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის (ПТУ) შენობაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, რუსი მობილიზებულები იყვნენ განთავსებულნი. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით ზუსტი სარაკეტო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია 400-მდე ოკუპანტი, ხოლო დაჭრილია დაახლოებით 300. 

მაკიივკაში მომხდარი შემთხვევა ამ დრომდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დადასტურებული შემთხვევებით ყველაზე მძიმე დანაკარგებით გამოირჩევა. 

ოფიციალური ინფორმაციით რუსეთს ამდენი ჯარისკაცი არ დაუკარგავს, არც კრეისერ Москва-ს ჩაძირვის და არც მდინარე სივერსკი დონეცის ფორსირების დროს. 

მაკიივკაში მომხდარმა რუსულ ურა-პატრიოტულ და პროპაგანდისტულ ტელეგრამ არხებსა და მილიტარისტულ წრეებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, სამხედრო ბლოგერებისა და კორესპონდენტების ნაწილი საუბრობს, რომ ადგილი ჰქონდა სამხედრო ხელმძღვანელობის ზედა რგოლის დანაშაულებრივ დაუდევრობას. 

ის, რომ დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღემატება დაადასტურა დონეცკელი სეპარატისტების ყოფილმა ლიდერმა და იგორ სტრელკოვმაც. 

მსგავსი სიახლეები