რუსეთმა ბელარუსში ბირთვული ბომბდამშენები გაგზავნა
რუსეთმა ბელარუსის საჰაერო ზონაში პატრულირების მიზნით ორი ბირთვული შესაძლებლობის სტრატეგიული ბომბდამშენი გაგზავნა.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, TU-160-ის ტიპის ორი ბომბდამშენი წვრთნებს რუზანის პოლიგონზე, პოლონეთის საზღვრიდან 60 კილომეტრში ჩაატარებს.
კრემლის განცხადებით, ბომბდამშენების გაგზავნა ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული ალიანსის“ განმტკიცებას ემსახურება.
აღნიშნული პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიმდინარე პროცესზე პასუხია, განაცხადა გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილე დმიტრი პოლიანსკიმ.
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე პოლონეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციაა გამოცხადებული.
საზღვართან თავშეყრილი ათასობით მიგრანტი პოლონეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობს.
ევროკავშირი ბელარუსს მიგრანტების საკითხის „ჰიბრიდულ იარაღად“ გამოყენებაში სდებს ბრალს.