სახდეპი რუსეთის მუქარაზე: უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიას ვერაფერი შეცვლის

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, ნედ პრაისმა რუსეთის მიერ გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტაზე ისაუბრა, რომელშიც რუსეთი აშშ-ს არაპროგნოზირებადი შედეგებით დაემუქრა, თუ ის არ შეწყვეტდა უკრაინის შეიარაღებას. 

"რუსებმა ამ საკითხზე ისაუბრეს დიპლომატიური გზით და საჯაროდაც, მაგრამ ვერაფერი შეცვლის ჩვენ სტრატეგიას, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს",- განაცხადა პრაისმა. 

ამავდროულად პრაისს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რუსეთისგან შესაბამისი შინაარსის დიპლომატიური ნოტის მიღების ამბავი. 

რუსეთის მუქარის ფონზე, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი ნაწილს უკრაინას უახლოეს 24 საათში მიაწვდიან. 

პენტაგონის წარმომადგენელმა CNN-თან საუბარში განაცხადა, მისი მტკიცებით შეიარაღებას უკრაინის საზღვარზე ჩაიტანენ, სადაც მას უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დახვდებიან

 
ოფიციალურად უცნობია თუ რა ტიპის შეიარაღება ჩავა უკრაინაში, მაგრამ ცნობილია, რომ უპირატესობა გრძელ დისტანციაზე მოქმედ შეიარაღებას ჰაუბიცებს, საარტილერიო დანადგარებას და საბრძოლო მასალებს ექნებათ
 
12 აპრილს აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა, რომლის ღირებულებაც 800 მილიონ დოლარს შეადგენს. წინა პაკეტებისგან განსხვავებით აქ შედის მძიმე შეიარაღება და საბრძოლო ავიაცია

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რუსეთის სახელმწიფო თანამდებობის სხვადასხვა დონის პირები ამბობდნენ, რომ უკრაინისთვის მისაწოდებელი შეიარაღების კოლონები რუსეთისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქნებოდა მიჩნეული. 

მათ შორის ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა და მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც. 

 
 
 

მსგავსი სიახლეები