WP: რუსეთი აშშ-სგან მოითხოვს შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

რუსეთის ფედერაციამ აშშ-სგან მოითხოვა შეწყდეს უკრაინის შეიარაღება, ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ დიპლომატიურ ნოტაში. 

Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ნოტა გაზეთს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. 

კერძოდ, გამოცემის თანახმად, რუსეთი აშშ-ს სთხოვს შეწყვიტოს "განსაკუთრებით მგრძნობიარე" შეიარაღების მიწოდება, რადგან ეს კიდევ უფრო ამწვავებს მიმდინარე ესკალაციას. 

"მოვუწოდებთ აშშ-ს და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რასაც თან ახლავს არაპროგნოზირებადი შედეგები, როგორც რეგიონული, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის", - ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში. 

გამოცემის თქმით, ოფიციალური ნოტა 12 აპრილითაა დათარიღებული, სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ აშშ უკრაინას მძიმე შეიარაღებას და საბრძოლო ავიაციას მიაწვდის

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რუსეთის სახელმწიფო თანამდებობის სხვადასხვა დონის პირები ამბობდნენ, რომ უკრაინისთვის მისაწოდებელი შეიარაღების კოლონები რუსეთისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქნებოდა მიჩნეული. 

მათ შორის ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა და მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც. 

მსგავსი სიახლეები