სამხრეთ აფრიკელი ექიმი: ომიკრონი დელტაზე ბევრად ნაკლებად ლეტალურია
ცნობილმა სამხრეთ აფრიკელმა ექიმმა ანჟელიკა კოეტცმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტის სიკვდილიანობა ბევრად დაბალია, ვიდრე დელტა შტამის.
"ხალხი ისე არ იღუპება, როგორც დელტა ვარიანტის შემთხვევაში ხდებოდა," - თქვა ექიმმა ანჟელიკა კოეტცმა ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას. "დელტა სრულიად განსხვავებულია."
კოეტცი, რომელიც სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაცის პრეზიდენტია, აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 9 დეკემბრის შემდეგ იკლებს.
"ჩვენ ვერ ვხედავთ ახალი შემთხვევების გაორმაგებას, რაც ომიკრონის გამოჩენის საწყის პერიოდში იყო," - აცხადებს ის. "შეიძლება განსხვავებული სურათი იყოს დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ ახლა სამხრეთ აფრიკაში ომიკრონით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დაბალია."
გარდა ამისა, ექიმმა თქვა, რომ აუცრელ პაციენტებს ომიკრონით ინფიცირებისას ბევრად "ინტენსიური" სიმპტომები აქვთ.