სამხრეთ კორეაში ჰელოუინის წვეულებაზე სულ მცირე 146 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ კორეაში, სეულში ჰელოუინის მასიურ წვეულებაზე ჭყლეტის დროს სულ მცირე 146 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დაშავდა კიდევ 150-მდე ადამიანი.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ინციდენტი ადგილობრივი დროით 30 ოქტომბერს სასტუმრო Hamilton-თან მოხდა.
ინციდენტი აღწერილია, როგორც "ჭყლეტა", რადგან უამრავი ადამიანი სასტუმროს გარეთ ვიწრო ხეივანში შევიდა.
დაშავებულთა ნაწილი გარდაცვლილად უკვე საავადმყოფოებში გამოცხადდა, სადაც სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა.
სოციალურ ქსელებში ჭყლეტის ვიდეოები ქვეყნდება, სადაც ექიმები ადამიანებს ეხმარებიან.