სამხრეთ კორეაში ოთხზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება

 

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი ტალღის გამო ოთხზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შეზღუდვები შემდეგი 16 დღის განმავლობაში იმოქმედებს და სრულად აცრილ პირებსაც შეეხება. გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით აუცრელმა ადამიანებმა კვების ობიექტებში მარტო უნდა ჭამონ.

შეზღუდვები არ ეხებათ 18 წლამდე მოქალაქეებს.

ოთხშაბათს კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 7850 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამხრეთ კორეის მოსახლეობის 81% სრულად არის აცრილი.

 

 

მსგავსი სიახლეები