სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კორუფციაში მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი შეიწყალა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სეოკ-იოლმა 27 დეკემბერს ყოფილი პრეზიდენტი ლი მიუნ-ბაკი და უამრავი ყოფილი მაღალჩინოსანი შეიწყალა, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ წინა ადმინისტრაციების დროს კორუფციასა და სხვა დანაშაულში. ინფორმაციას სააგენტო Yonhap ავრცელებს.
ექს-პრეზიდენტი ქრთამის აღების და გაფლანგვისთვის 17-წლიან პატიმრობას იხდიდა. შეწყალებით უქმდება მისი დარჩენილი 15 წლიანი პატიმრობა და დაახლოებით 8.2 მილიარდ ვონის (6.48 მილიონი აშშ დოლარი) გადაუხდელ ჯარიმა.
შეწყალება მიიღო სამხრეთ გიონგსანის პროვინციის ყოფილმა გუბერნატორმა, კიმ კიუნ-სუმ, ყოფილი პრეზიდენტის მუნ ჯე-ინის ახლო პოლიტიკურმა პარტნიორმა. მას დაახლოებით ხუთთვიანი პატიმრობა ჰქონდა დარჩენილი. ამავდროულად, კიმ კიუნგ სუს 2027 წლის დეკემბრამდე აეკრძალება საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრა.
შეწყალებულთა სიაში ასევე შედის პრეზიდენტის რამდენიმე ყოფილი მდივანი, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან დიდ კორუფციულ სკანდალში, რამაც 2017 წელს ყოფილი პრეზიდენტის პარკ გეუნ ჰეის გადადგომა და დაპატიმრება გამოიწვია.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სამხრეთ კორეის ამჟამინდელი პრეზიდენტი შეწყალების უფლებას იყენებს. პირველად მან Samsung Electronics-ის აღმასრულებელი დირექტორი ლი ჟე-იონგი და სხვა ბიზნეს მაგნატები შეიწყალა.