სერჯო მატარელა იტალიის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა
იტალიის მოქმედი პრეზიდენტი სერჯო მატარელა მეორე ვადით აირჩიეს, რაც გამოწვეული იმით, რომ სამთავრობო კოალიციის წევრი პარტიები, სხვა კომპრომისულ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ.
80 წლის მატარელა კი ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა.
მას პრეზიდენტობის გაგრძელება არ სურდა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ იგი დაარწმუნა, რომ იტალიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თანამდებობაზე კვლავ უნდა დარჩენილიყო.
ხელახალი არჩევის შემდეგ, მატარელამ განაცხადა, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკური კრიზისების ფონზე, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა და ამიტომაც დარჩა ამ თანამდებობაზე.
დრაგი მიესალმა პრეზიდენტის ხელახლა არჩევას და ამას "იტალიელებისთვის შესანიშნავი სიახლე" უწოდა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის პრეზიდენტის არჩევის შვიდი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მატარელას კანდიდატურა პარტიებისთვის მისაღები აღმოჩნდა.
იტალიის პრეზიდენტს 1009 ადამიანისგან შემდგარი ელექტორალური კოლეგია ირჩევს, რომელშიც დეპუტატები და რეგიონული დელეგატები შედიან. გამარჯვებისთვის ხმების ორი მესამედია საჭირო, მატარელამ 759 ხმა მიიღო.
უცნობია, 80 წლის მატარელა სრული, 7 წლიანი ვადით იქნება პრეზიდენტი, თუ 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამჟამინდელი პრემიერი, მარიო დრაგი დაიკავებს მის ადგილს.