შოლცი: დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ე.წ. აგენტების კანონს

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირში ძალიან კრიტიკულად უყურებენ საქართველოს მთავრობის ინიციატივას ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით და იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა ამ კანონს არ მიიღებს. 

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. 

 

"ახალი კანონპროექტი თითქმის არ შეცვლილა და თითქმის იგივეა რაც შარშან, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“,- აღნიშნა შოლცმა (რედ. ციტატა Interpressnews-ის)

მსგავსი სიახლეები