სიმონიანი: მოსკოველი ქართველები დღეს პუტინის სადღეგრძელოს სვამენ
რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ვლადიმირ პუტინი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.
"ვინ ამზადებს ცნობებს უფროსისთვის (ვლადიმირ პუტინი), გთხოვთ გადაეცით, რომ მოსკოველი ქართველების შემაძრწუნებელი უმრავლესობა დღეს ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის სადღეგრძელოს სვამს",- წერს სიმონიანი.
კონტექსტი
ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა გააუქმა 2003 წლის 15 მაისს დაწესებული სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერმა, გააუქმა 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვაც.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენები ყოველდღიურად შესრულდება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა გახდა ვლადიმირ გადაწყვეტილების მიზეზი.