სირსკი: მე ვიცი, რომ გავიმარჯვებთ და ვიცი როგორ გავაკეთო ეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ, The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მე ვიცი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. მე ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ვიზამთ“ - ამბობს სირსკი.

უკრაინელი მთავარსარდლის განცხადებით, ყირიმის დაბრუნება სრულიად რეალისტური ამოცანაა - „ ეს რეალისტურია. თუმცა, რა თქმა უნდა, ის სამხედრო საიდუმლოა“ - განაცხადა გენერალმა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრიანა დაუბრუნდეს 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს - „ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ... რათა გავათავისუფლოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობენ, რომლებიც იტანჯებიან“ - ამბობს გენერალი.

მთავარსარდალმა მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებიც მიმოიხილა და განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები სამჯერ უფრო მეტია, და ზოგიერთ მონაკვეთზე კიდევ უფრო მეტი, ვიდრე უკრაინის, რაც განსხვავებული ტაქტიკის დამსახურებაა - „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მებრძოლების სიცოცხლის შენარჩუნება. ჩვენ ნანგრევებს თავს არ ვაკლავთ“ - ამბობს გენერალი, მაშინ, როცა, საოკუპაციო არმიას მცირე წინსვლაც უდიდეს დანაკარგებს უკავშირდება.

სირკის განცხადებით, საოკუპაციო არმია გაიზარდა და მათი რიცხვი ნახევარ მილიონს აღწევს. 2024 წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა 690 ათასს მიაღწევს.

 

მსგავსი სიახლეები