სომხეთის თავდაცვა: აზერბაიჯანის არმიამ 3 ქალაქის მიმართულებით ცეცხლი გახსნა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები, რომლებზეც აფეთქებები ჩანს.
უწყების ცნობით, 00 საათსა 05 წუთზე აზერბაიჯანის არმიამ ცეცხლი გახსნა 3 სომხური ქალაქის მიმართულებით.
"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური პოზიციების მიმართულებით ინტენსიური ცეცხლი გახსნეს, ისვრიან საარტილერიო და მსხვილკალიბრიანი დანადგარებიდან. ისვრიან ქალაქების: ჯერმუკი, სოტკი და გორისის მიმართულებით",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.
მასალა განახლებადია.