ფაშინიანი: აზერბაიჯანთან შეტაკებებისას 49 ჯარისკაცია მოკლული
სომხეთის პრემიერის თქმით, აზერბაიჯანთან ღამით დაწყებული შეტაკებებისას დაღუპულია 49 სომეხი ჯარისკაცი, თუმცა ფაშინიანის თქმით ეს რიცხვი საბოლოო არ არის.
ფაშინიანმა ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
სომხეთის პრემიერი ამბობს, რომ ღამით აზერბიაჯანის არმია შეტევაზე გადმოვიდა 6 მიმართულებით.
კონტექსტი
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მათი მხრიდან ცეცხლის გახსნა სომხეთის მიერ სახელმწიფო საზღვარზე მოწყობილი დივერსიულ აქტს მოჰყვა.
"სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკესანში, ქელბაჯარისა და ლაჩინის გასწვრივ სასაზღვრო ზოლთან მსხვილმასშტაბიანი დივერსიული აქტი მოაწყვეს. რის შედეგადაც არის მსხვერპლი და დაზიანებული სამხედრო ტექნიკა",- ნათქვამია შეტყობინებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პასუხის მიზანია არ დაუშვას კონფლიქტის ზონის გაფართოება - "ვიღებთ აუცილებელ ზომებს, რათა ჩავახშოთ სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილები და არ დავუშვათ კონფლიქტის არეალის და მასშტაბის გაფართოება".
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 00 საათსა და 05 წუთზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მსხვილკალიბრიანი არტილერიიდან და უპილოტო საფრენი აპერატების გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციების ქალაქების: ჯერმუკის, სოტკისა და გორისის მიმართულებით.