სტოლტენბერგი: იმედი მაქვს, უკრაინა უახლოეს 10 წელიწადში ნატოს წევრი გახდება
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა DPA-სთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა თავდაცვით ალიანსს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შეუერთდება.
სტოლტენბერგს ჰკითხეს ალიანსის მომდევნო ათი წლის განმავლობაში გაფართოების შესახებ.
"მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის მოკავშირე," - თქვა სტოლტენბერგმა, რომელიც შემოდგომაზე გენერალური მდივნის პოსტს ტოვებს.
ვაშინგტონში ნატოს სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, სტოლტენბერგმა ასევე უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარების გადაცემისკენ მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს.
"რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მხარდაჭერა, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს ეს ომი... რაც უფრო მეტ გრძელვადიან ვალდებულებას ავიღებთ, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს ომი," - თქვა მან.
ცოტა ხნის წინ, მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტზე გამოაცხადებენ ახალი სტრუქტურის შექმნას, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უკრაინის ყველა სახის დახმარებას გრძელვადიან პერსპექტივაში - "ნატოს უსაფრთხოების დახმარება და წვრთვნა უკრაინისთვის."
გარდა ამისა, განიხილება კიევში სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შექმნა, რომელიც გააკონტროლებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების მიწოდებისა და წვრთნებს ნატოს ეგიდით.