სტრელკოვი: სოლედარის დაკავება ტაქტიკური წარმატებაა, მტერი ალყაში ვერ მოვაქციეთ

დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი და ФСБ-ს თადარიგის პოლკოვნიკის იგორ სტრელკოვის, თქმით რუსული დანაყოფების მიერ სოლედარის ნაწილის დაკავება ტაქტიკური წარმატებაა და ЗСУ-ს ფრონტის გარღვევით არ დასრულდება. 

ამის შესახებ სტრელკოვი თავის ტელეგრამ არხზე წერს. 

"ვაგნერის დანაყოფების მიერ სოლედარის ცენტრისა და დიდი ნაწილის დაკავება ნამდვილად წარმოადგენს ტაქტიკურ წარმატებას, მაგრამ მტრის ფრონტი გარღვეული არ არის, ვერ მოხერხდა დაცვაში მყოფი მტრული დანაყოფებისა და შენაერთების ალყაში მოქცევა",- წერს სტრელკოვი. 

სტრელკოვის თქმით, ოკუპანტები სრულად ვერ აკონტროლებენ ქალაქს, ხოლო დასავლეთ ნაწილში, მარილის მაღაროების სიახლოვეს ЗСУ-ს თავდაცვის ახალ ზღუდეებს მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსულ დანაყოფებს კიდევ ერთი შტურმის დაწყება მოუწევთ. 

"მტრის მეთაურები ცალსახად აკონტროლებენ სიტუაციას და რა თქმა უნდა მათ უკან დახევას თან ახლავს დანაკარგები, მაგრამ მეთაურობის ჯაჭვი შენარჩუნებულია და მტრის გაქცევაზე საუბარიც კი ზედმეტია". 

სტრელკოვის თქმით, მდგომარეობა უცვლელია ბახმუტთან სადაც კვლავ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, მისი თქმით, ჩრდილოეთიდან ქალაქის მიმართულებით შეტევის ახალი ხაზის გახსნა გაართულებს უკრაინელებისთვის პოზიციების დაცვას. 

"როგორც აქამდე არაერთხელ მითქვამს ბახმუტ-სოლედარ-სივერსკის გამაგრებული ხაზის ჩამოქცევაც კი არ იქნება ЗСУ-ს ფრონტის გარღვევის ტოლფასი. ამ ხაზის უკან მტრის ყველაზე დიდი გამაგრებული რაიონია სლავიანსკ-კრამატორსკის ხაზი, ჩვენ აქამდე ჯერ კიდევ უნდა მივაღწიოთ",- წერს სტრელკოვი. 

ასტელკოვი ირწმუნება, რომ საომარი მოქმედებები აშშ-ს სცენარით მიმდინარეობს - "რაც უფრო დიდ ხანს გააგრძელებს რუსეთი საკუთარი რესურსების ხარჯვას არაფრის მომცემ ბრძოლებში აშშ-სთვის მით უკეთესია". 

 

მსგავსი სიახლეები