ტაივანის თავდაცვის მინისტრი: ჩინეთთან ურთიერთობა კრიტიკულად დაიძაბა
ჩინეთთან ურთიერთობა ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ყველაზე მეტადაა დაძაბული, განაცხადა ტაივანის თავდაცვის მინისტრმა ციოუ ქუო-ჩენგმა (Chiu Kuo-cheng).
ჩინეთის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა ბოლო დღეებში ტაივანის მიმართულებით 149 გადაფრენა განახორციელეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ თვითმფრინავებს საერთაშორისო საჰაერო ზონა არ დაუტოვებიათ, ტაივანის თავდაცვის ძალებმა ანტისაჰაერო სისტემა სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს.
ჩენგის განცხადებით, კუნძულის დასაპყრობად, რომელსაც პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, 2025 წლამდე ჩინური შეიარაღებული ძალები სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას შეძლებენ.
ტაივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 1949 წელს ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ გამოეყო.
კუნძულს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს აშშ-სთან. 1979 წელს მიღებული ტაივანთან ურთიერთობის აქტის ძალით, აშშ ვალდებულია ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში დაეხმაროს.