თეთრი სახლი: ავღანეთში 100 ამერიკელი დარჩა

თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა რონ კლაინმა განაცხადა, რომ ავღანეთში 100-მდე ამერიკის მოქალაქე დარჩა. ქაბული ბოლო ამერიკელმა სამხედრომ 31 აგვისტოს დატოვა.

"ჩვენ ყველა იდენტიფიცირებულ ამერიკის მოქალაქესთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს," - განაცხადა CNN-თან საუბრისას კლაინმა.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ კატარელების შუამდგომლობით ქაბულის აეროპორტის მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება და ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდებიან.

გარდა ამისა, კლაინმა აღნიშნა, რომ მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ ავღანეთის იმ მოქალაქეებთან, რომლებსაც ამერიკის ვიზა აქვთ და მათი ამერიკაში წაყვანაც იგეგმება. 

თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ჯამში ამერიკულმა მხარემ ავღანეთიდან 124 000 ადამიანის ევაკუირება შეძლო. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები