თეთრი სახლი რუსული ნავთობის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს - Bloomberg

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული ნავთობის ექსპორტზესანქციების გამკაცრებას განიხილავს, რათა კრემლზე ზეწოლა გაზარდოს დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების წინ.

ამის შესახებ Bloomberg ოთხშაბათს, 11 დეკემბერს წერს.

შესაძლო ახალი შეზღუდვების დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება, მაგრამ როგორც რამდენიმე ადამიანმა განუცხადა Bloomberg-ს, სანქციებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რუსული ნავთობის რამდენიმე სახეობაზე.

ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში ყოყმანობდა ამ ნაბიჯის გადადგმაზე, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ენერგორესურსების გაძვირების შიშით.

გამოცემა წერს, რომ ნავთობის ფასების შემცირების და მზარდი შიშის გამო, რომ ტრამპმა შეიძლება აიძულოს უკრაინა დათმობებზე წავიდეს რუსეთის ფედერაციასთან, ბაიდენის ადმინისტრაცია "ახლა ღიაა უფრო გადამწყვეტი ქმედებებისთვის."

სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, თეთრი სახლი ასევე განიხილავს ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას, რომლის დახმარებითაც მოსკოვი გვერდს უვლის რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს.

მსგავსი სიახლეები