ტოკაევი ყაზახეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ზღუდავს
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა შაბათს, 5 ნოემბერს, ხელი მოაწერა რამდენიმე კანონს, რომელიც ზღუდავს სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებებს. დოკუმენტების პაკეტი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახევ რეფერენდუმის შემდეგ მიიღეს.
ახლა პრეზიდენტი დედაქალაქის, რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქებისა და რეგიონების ხელმძღვანელების დანიშვნას მხოლოდ ადგილობრივი დეპუტატების თანხმობის შემდეგ შეძლებს. გარდა ამისა, პარლამენტში ე.წ "პრეზიდენტის კვოტა" 15-დან 10 დეპუტატამდე შემცირდა.
ცვლილებები პრეზიდენტს უკრძალავს იყოს პოლიტიკური პარტიების წევრი, ხოლო მისი ახლო ნათესავები - პოლიტიკური თანამდებობების და ხელმძღვანელ თანამდებობებზე საჯარო სექტორში. ასევე შეზღუდვა ვრცელდება საწარმოთა იმ ჯგუფზე, რომლის დამფუძნებელი, მეწილე არის სახელმწიფო, ასევე შვილობილი, დამოკიდებული და მათთან აფილირებული სხვა იურიდიული პირები.
2022 წლის ივნისის დასაწყისში ყაზახეთმა ჩაატარა რეფერენდუმი, რომლითაც დამტკიცდა საკონსტიტუციო ცვლილებები და ქვეყანა სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა, პარლამენტის მნიშვნელოვანი როლით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარი ამომრჩეველთა 77.18%-მა დაუჭირა.