თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ იქნება

თურქეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიების ალიანსმა მრავალთვიანი განხილვების შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩია - ის ქემალისტური პარტიის ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ იქნება. 

74 წლის ქილიჩდაროღლუს არჩევას წინ რთული და დაძაბული პროცესი უძღოდა, რომლის ფარგლებში ე.წ. ექვსთა მაგიდა კავშირში შემავალმა ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პოლიტიკოსმა მერალ აქშენერმა დატოვა. 

3 მარტს, როდესაც ოპოზოციური პარტიების ლიდერები ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მორიგ ჯერზე შეიკრიბნენ, აქშენერმა განაცხადა, რომ კავშირი აღარ გამოხატავს თურქი ხალხის ნებას. იავაშმა სტამბოლისა და ანკარის მერებს მოუწოდა საკუთარ თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა და ეპასუხათ ხალხის მოთხოვნაზე. 

იავაშის გამოსვლიდან მალევე ეკრემ იმამოღლუმ და მანსურ იავაშმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არ აპირებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. 

5 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში ბლოკში შემავალი ხუთივე პარტიის ლიდერები, სტამბოლისა და ანკარის მერებთან ერთად ვიცე-პრეზიდენტების პოსტს დაიკავებდნენ. 

კონტექსტი

ქემალ ქილიჩდაროღლუ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თურქი პოლიტიკოსია, რომლიც საქმიანობაც სახელმწიფო თანამდებობებზე ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყო. 1999 წელს ქილიჩდაროღლუმ დატოვა თანამდებობა და პოლიტიკაში წავიდა, უკვე 2002 წელს ის პირველად გახდა თურქეთის პარლამენტის წევრი. 8 წლის შემდეგ ქილიჩდაროღლუ ქვეყნის უძველესი, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი გახდა. 

საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში მიმდინარე წლის 14 მაისს არის ჩანიშნული. უფრო მეტი ბოლო პერიოდში თურქეთის პოლიტიკაში განვითარებული მოვლენების შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი პოდკასტის ამ ეპიზოდიდან. 

 

 

მსგავსი სიახლეები