თურქეთმა ოფიციალურად დაასრულა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაცია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც რატიფიცირებულია შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ოქმი.
ოქმი 25 იანვარს, საღამოს გამოქვეყნდა ოფიციალურ გაზეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევიდა. ამრიგად, თურქეთმა სრულად დაამტკიცა შვედეთის შესვლა ნატოში.
თურქეთის პარლამენტმა 23 იანვარს, საღამოს, მრავალსაათიანი დებატების შემდეგ, შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რატიფიკაციის ოქმი საბოლოოდ პარლამენტს 2023 წლის ოქტომბერში გაუგზავნა, მაგრამ ანკარა ამ დრომდე ითხოვდა პროგრესს მისთვის ამერიკული F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხში.
შვედეთის ნატოში შესვლა მხოლოდ უნგრეთმა არ დაამტკიცა, რომელმაც პირობა დადო, რომ ის "უკანასკნელი" არ იქნება ამ პროცესში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ამ კვირაში თავისი შვედი კოლეგა ბუდაპეშტში მიიწვიაწინადადების განსახილველად და მან ცოტა ხნის წინ მოწვევა მიიღო.