ტვერის რეგიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც პრიგოჟინი იყო
23 აგვისტოს, ტვერის რეგიონში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის. ამ ინფორამციას რუსული ტელეგრამის არხები ავრცელებენ.
Baza-ს ინფორმაციით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მოსკოვის რეგიონიდან მიფრინავდა.
Mash-მა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო გამოაქვეყნა.
TASS რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ტვერის რეგიონში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ათი ადამიანი ემსხვერპლა.
ტელეგრამის არხი Grey Zone წერს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე ადგილობრივმა მოსახლეობამ საჰაერო თავდაცვის მუშაობის ხმა გაიგო.
ВЧК-ОГПУ-ს ტელეგრამის არხი ასევე ირწმუნება, რომ თვითმფრინავის ბორტზე იყო ვაგნერის ერთ-ერთი მეთაური დიმიტრი უტკინი.
მასალა განახლებადია.