უიტკოფი: ტრამპი და პუტინი მიმდინარე კვირაში ისაუბრნენ, მთავარი თემა ზავი იქნება

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში შედგება, ხოლო განხილვის მთავარი თემა აშშ-ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ზავი იქნება - ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა. 

Why it matters: 14 მარტს, 8-საათიანი ლოდინის შემდეგ, უიტკოფი კრემლში ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

  • CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უიტკოფმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა 4 საათი გაგრძელდა და ჯამურად პოზიტიურად შეაფასა.

  • უიტკოფის თქმით, "პუტინისთვის მისაღებია" დონალდ ტრამპის ფილოსოფია ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

  • "ჩვენი პოზიციები დღეს გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ"- ამბობს უიტკოფი. 

Behind The Scenes: უიტკოფის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი პირადად მონაწილეობს დიპლომატიურ პროცესში და პუტინთან გამართული შეხვედრის დეტალებზე მისი დასრულებისთანავე აცნობა. 

  • მისივე თქმით, ტრამპმა უკვე გამართა შეხვედრა თავის მრჩევლებთან მისი ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი 30-დღიანი ზავის შესახებ და კიდევ ერთი ასეთი თათბირი დღეს საღამოს გაიმართება. 


  • "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ცეცხლი რამდენიმე კვირაში შეწყდება"- განაცხადა უიტკოფმა. 

What to watch: ამავე ინტერვიუში უიტკოფმა მიმდინარე კვირაში უკრაინის და რუსეთის დელეგაციებთან ცალკეული შეხვედრები დაანონსა. 

  • 15 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ესენია: პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი, ზელენსკის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, პავლო პალისა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა და თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი. 


  • ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 15 მარტს გაიმართა მარკო რუბიოს საუბარი რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან - "მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა კომუნიკაციის აღსადგენად"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

The Intrigue: ამავე დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნული გენერალი, კიტ კელოგი ამიერიდან მხოლოდ უკრაინასთან კომუნიკაციაზე იქნება პასუხისმგებელი. 

  • დასავლური მედიის ცნობით, კელოგის მანდატის შემცირება შესაძლოა რუსეთის წნეხს უკავშირდებოდეს - კრემლი კელოგს "ზედმეტად" პრო-უკრაინელ ფიგურად მიიჩნევს. 

Big Picture: დიპლომატიური გადაძახილი ტრამპსა და პუტინს შორის მოვლენებით დატვირთული ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს. 13 მარტს ვლადიმირ პუტინი პირველად გამოეხმაურა ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ, რომელსაც ცოტა ხნით ჯიდაში გამართული შეხვედრის დროს უკვე დაეთანხმა უკრაინული დელეგაცია. 

  • პუტინის თქმით, ის თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა არსებობს ნიუანსებიც. 


  • პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მობილიზაციის შეწყვეტა მოითხოვა. 

  • პუტინის განცხადებას ტრამპმა იმედისმომცემი, მაგრამ არასრული უწოდა. 

  • დღის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ შეგნებულად აღარ გააგრძელა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2022 წლის მარტში გაცემული გენერალური ლიცენზიის მოქმედების ვადა, რომლის მიხედვითაც სანქცირებული რუსული ბანკები საზღვარგარეთ გაყიდული ენერგორესურსების საფასურს იღებდნენ. 

Go deeper: რუსეთის შესაძლო მოთხოვნები უკრაინის მთავრობის სრულ დემონტაჟს მოიცავს

 

მსგავსი სიახლეები