უკრაინამ შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმისთვის Storm Shadow-ს რაკეტები გამოიყენა
უკრაინამ შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმისთვის Storm Shadow-ს რაკეტები გამოიყენა.
ამის შესახებ Sky News უკრაინის შეიარაღებული ძალების წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, რომ სულ მცირე ერთი რაკეტა მოხვდა შტაბ-ბინას და რუსი ოფიციალური პირების ცნობით, კიდევ ხუთი ჩამოაგდეს.
22 სექტემბერს, შუადღისას, რუსმა ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმის შემდეგ ერთი ჯარისკაცის დაკარგვის შესახებ განაცხადა, თუმცა მანამდე ერთი დაღუპულის შესახებ წერდა.