УП: ზალუჟნი ოსტინს სამხედრო საქმეებში ზელენსკის ოფისის ჩარევაზე ესაუბრა

კიევში გამართული ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას ვალერი ზალუჟნი ამერიკელ კოლეგას უკრაინის სამხედრო საჭიროებებზე ესაუბრა და პრეზიდენტის ოფისის მხრიდან სამხედრო საქმეებში ჩარევაზე მოუყვა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Українська правда საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინის გენერალური შტაბის გათვლებით უკრაინის ტერიტორიის სრული დეოკუპაციისთვის საჭიროა 350-400 მილიარდი დოლარის შეიარაღება და სხვა ტიპის რესურსი. 

სწორედ ამ გეგმაზე იყო საუბარი ოსტინის ვიზიტის დროს კიევში. შეხვედრის დროს ოსტინს განუცხადეს, რომ უკრაინას დასახული სამხედრო მიზნების მისაღწევად 17 მილიონი სხვადასხვა ტიპის ჭურვი. 

"რბილად, რომ ვთქვათ ოსტინი გაკვირვებული დარჩა, რადგანაც ამ რაოდენობით ჭურვები მთელ მსოფლიოში ჯამურად არ არსებობს",- ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო. 

გარდა ამისა, უკვე პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ოსტინმა თქვა, რომ ზალუჟნის თქმით, მას ხელს უშლიან პრეზიდენტის ოფისიდან. 

"პრეზიდენტმა გაიგო ასეთი საუბრების შესახებ და გასაგებია, რომ ეს ხელს არ უწყობს ნდობას",- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

კონტექსტი 

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ მასალაში სახელწოდებით "ომი პოლიტიკის წინააღმდეგ - რა ხდება ზალუჟნისა და ზელენსკის შორის" ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ЗСУ-ს ზოგ სარდალთან ზალუჟნის გვერდის ავლით ამყარებს კომუნიკაციას. 

გაზეთის წყაროების ცნობით, ზელენსკისა და ზალუჟნის შორის დაძაბულობა მიმდინარე წლის ივნისში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის დაწყების შემდეგ გაიზარდა.

წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ოფისის მიერ ჩატარებული დახურული სოციოლოგიურ გამოკითხვებში ვალერი ზალუჟნის მხარდაჭერის მაჩვენებლები სტაბილურად მზარდია. 

ერთ-ერთ ბოლო ასეთ კვლევის შედეგებს Українська правда გაეცნო - გაზეთის ცნობით, შესაძლო არჩევნების შემთხვევაში ზელენსკი მეორე ტურში გავა, თუმცა მთავარი მიგნება ის იყო, რომ მეორე ტურში ის შესაძლოა ვალერი ზალუჟნისთან დამარცხდეს. 

ზელენსკისა და ზალუჟნის შორის არსებული უთანხმოება საჯაროდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ЗСУ-ს მთავარსარდალმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი პოზიციური დაპირისპირების ფაზაში შევიდა და უკრაინას არ ჰყოფნის ძალები ვითარების რადიკალურად გარდატეხისთვის. 

პასუხად ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს ბრძოლის ველზე შექმნილ ვითარებას ჩიხურად და რომ უკრაინა არ დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან. 

21 ნოემბერს ტაბლოიდ The Sun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თქვა, რომ სამხედროები არ უნდა დაკავდნენ პოლიტიკით. 

29 ნოემბერს გამოქვეყნებულ მასალაში The Economist საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ზალუჟნისა და ზელენსკის შორის დაპირისპირება საჯარო სივრცეში გადმოვიდა, რომ ეს დაპირისპირება მზარდია. 

მსგავსი სიახლეები