ვოლოდინი: დოლარის მონოპოლიის დასასრულის დასაწყისს ვხედავთ
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსეთისთვის დაწესებულ დასავლურ სანქციებს.
"აშშ-ს ფინანსთა სამინისტროში ისტერიკა იზრდება, დოლარის მიმართ ნდობა მცირდება. ვაშინგტონის გეგმა ჩავარდა", - წერს ვოლოდინი საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
ვოლოდინის თქმით, დასავლეთის მიერ დაწესებულმა "ჯოჯოხეთურმა" სანქციებმა ვერ იმუშავა. დუმის სპიკერი ამბობს, რომ დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის საბანკო სისტემისა და ეკონომიკის ჩამოქცევა, ეს კი ვლადიმირ პუტინის სწორი პოლიტიკის შედეგია:
"აშშ-ს მიერ შექმნილი სიტუაცია თავად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ურტყამს"
ვოლოდინის თქმით, "ანტირუსული" სანქციები დოლარის მიმართ ნდობას ამცირებს და "ეს დოლარის მონოპოლიის დასასრულის დასაწყისია."