ყარაბაღის ე.წ. მთავრობა აზერბაიჯანის მოთხოვნებს დათანხმდა - ცეცხლი შეწყდება
ყარაბაღის ე.წ. მთავრობამ ცეცხლის შეწყვეტისა და განიარაღების გადაწყვეტილება მიიღო, სწორედ ეს იყო აზერბაიჯანის წინაპირობა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. არცახის სამხედრო დანაყოფები 2 დღის განმავლობაში აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ აზერბაიაჯანის არმიას, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე აზერბაიჯანელებმა შეძლეს სტრატეგიული კვანძების დაკავება.
"ამასთან დაკავშირებით მივიღეთ რუსეთის სამშვიდობო ძალების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით",- ნათქვამია განცხადებაში.
გადაწყვეტილება გულისხმობს სრულ განიარაღებას და მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანას ყარაბაღის ტერიტორიიდან.
ჩანიშნულია შეხვედრა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის, რომელიც ეთნიკური სომხებისა უსაფრთხოებისა და რეინტეგრაციის საკითხებს შეეხება.
მასალა განახლებადია.