ყაზახეთის ციფრული განვითარების სამინისტრომ yandex.kz-ის გათიშვის მიზეზი დაასახელა
ყაზახეთის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტრომ განმარტა პრობლემა, რომელიც ყაზახებს Yandex-ის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით აქვთ.
ამ ინფორმაციას Tengrinews ავრცელებს.
სამინისტროში აზუსტებენ, ყაზახებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად ისარგებლონ უცხოური სერვისებით.
ამასთან, "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილ ორგანოებს "უფლება აქვთ პრობლემების გადასაჭრელად უფასოდ მიიღონ და გამოიყენონ შესაბამისი ინფორმაცია."
ციფრული განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ მსგავსი მოთხოვნები არსებობს ყველა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში.
"საინფორმაციო სერვისების თანახმად, ყაზახური კომპანია Yandex.Taxi უარყოფს ინფორმაციას რუსული სპეცსამსახურებისთვის მომხმარებლების მონაცემებზე წვდომის მიცემის შესახებ. კომპანია აღნიშნავს, რომ რუსეთის კანონმდებლობა არ ვრცელდება ყაზახეთის სერვისზე და მის მომხმარებლებზე, რადგან ისინი გადაადგილდებიან და აპლიკაციას რუსეთის ფარგლებს გარეთ იყენებენ. ყაზახეთში სერვისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მონაცემები უფლებამოსილმა უცხოურმა (მათ შორის რუსეთის) სახელმწიფო ორგანოებმა ექსკლუზიურად, ოფიციალური მოთხოვნით და მხოლოდ დადგენილი საერთაშორისო პროცედურების ფარგლებში შეიძლება მოითხოვონ ," - აცხადებენ სამინისტროში.
თავის მხრივ, როგორც ციფრული განვითარების სამინისტროში განმარტეს, სამინისტრომ შპს Yandex-ს თხოვნა გაუგზავნა ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
ყაზახეთის ინფორმაციისა და სოციალური განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ ყაზახეთში სერვისის დაბლოკვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახებს Yandex-ის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, საძიებო სისტემა და ელექტრონული ფოსტა ქსელის მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი იყო.
Yandex Go-ს პრესსამსახურმა კომენტარი გააკეთა რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 2023 წლის 1 სექტემბრიდან რუსეთში ამოქმედდება კანონი, რომელიც რუსეთის ФСБ-ს Yandex.Taxi-ს მონაცემთა ბაზებზე 24 საათიან წვდომას აძლევს, მათ შორის ყაზახეთისა და 15 სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.