დიდი შვიდეულის ლიდერები ჩინეთს კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებისკენ მოუწოდებენ

კვირას, დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა ჩინეთს მოუწოდეს “გამჭვირვალე” გამოძიება ჩაატაროს კორონავირუსის წარმოშობაზე. 

“მოვითხოვთ დროულ გამჭვირვალე, მეცნიერებაზე დაფუძნებულ გამოძიებას ექსპერტების ხელმძღვანელობით, რათა დადგინდეს Covid-19-ის წარმოშობა,” - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება მოჰყვა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში და ექსპერტულ წრეებში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ვირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამერიკის რესპუბლიკური პარტია კრიტიკულად უყურებს გამოძიების პროცესში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩართვის შესაძლებლობას.

მათი აზრით, ორგანიზაციას არ შეუძლია სრულად და სამართლიანად გამოიძიოს ჩინეთში მომხდარი მოვლენა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩინეთი უარს ამბობს თანამშრომლობაზე.

სამიტის დაწყებამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკულ სპეცსამსახურებს მოუწოდა, რომ დამატებით გამოიძიონ ვირუსის წარმოშობის ყველა ვერსია.



მსგავსი სიახლეები