გამოცემის წყაროების ცნობით, ძირითად უკრაინელ ოპოზიციონებთან კონტაქტზე არიან, ტაკერ კარლსონი, ასევე დონალდ ტრამპ უმცროსი, პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყების 30 დღით შეწყვეტით დაიწყება, გარდა ამისა შეთანხმებულია საომარი მოქმდებების შეჩერება შავი ზღვის აკვატორიაში.
ამასთანავე კრემლის ცნობით, ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემთხვევაში პუტინმა უკრაინის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მიმდინარე მობილიზაციის შეჩერება მოითხოვა;
"ზუსტად ამ მომენტისთვის, ათასობით უკრაინელი სამხედრო რუსეთის არმიის ალყაშია მოქცეული, ისინი ძალიან ცუდ, მოწყვლად მდგომარეობაში არიან. მე დაჟინებით ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს შეუნარჩუნოს მათ სიცოცხლე. ეს საშინელი სასაკლაო იქნება, არნახული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ღმერთმა დალოცოს ყველა",- წერს ტრამპი.
"ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ფედერაცია სწორად მოიქცევა... ახლა ვნახავთ, იქნება, თუ არა რუსეთი შეთანხმების ნაწილი, თუ არა ეს მსოფლიოსთვის იმედგამაცრუებელი იქნება"- განაცხადა ტრამპმა.