2020 წელს ამერიკაში სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის 2 წლით შემცირდა
2020 წელს ამერიკაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 1.8 წლით შემცირდა. ეს ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი კლებაა.
შარშან აშშ-ში სიცოცხლის ხანგრძლივობა 77.0 წელი იყო, რაც 2019 წლის 78.8 წელთან შედარებით 1.8-ით ნაკლებია. ამას ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ანგარიშში ვკითხულობთ.
2020 წელს კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 74.2 წელი იყო, ქალების კი - 79.9.
წინა წელს ქვეყანაში კორონავირუსით 350 000 ადამიანი დაიღუპა და Covid-19 გარდაცვალების მესამე მთავარი მიზეზი იყო.
აღსანიშნავია, რომ შარშან ამერიკის მოსახლეობა 0.1%-ით, 392 665-ით გაიზარდა, რაც ისტორიაში ყველაზე მცირე ზრდაა. ამის მიზეზი, საზღვრების ჩაკეტვა და მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი კლებაა.