2021 წელს ავღანეთში რეკორდულად ბევრი სამოქალაქო პირი დაიღუპა
2021 წელს ავღანეთში 1 600-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ეს შარშან ამ დროს გარდაცვლილთა რაოდენობასთან შედარებით 47%-ით მეტია.
გაერო შიშობს, რომ მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზრდება.
ტერორისტული ორგანიზაცია “თალიბანი” ქვეყნის უფრო და უფრო დიდ ნაწილებზე ამყარებს კონტროლს.
გაეროს ანგარიშის თანახმად, სამოქალაქო მსხვერპლის 64% თალიბანის ქმედებებზე მოდის, 25% - სამთავრობო არმიის, ხოლო 11% - ორმხრივი ცეცხლის შედეგად.
გარდაცვლილების 33% ბავშვია.
ავღანეთს ამერიკელი სამხედროები 2021 წლის 11 სექტემბერს დატოვებენ.