ამერიკაში კორონავირუსით 700 000 ადამიანი დაიღუპა

ამერიკაში კორონავირუსით 700 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

ვირუსის გავრცელების დაწყებიდან ქვეყანაში საშუალოდ დღეში 2000-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცმეებით, ბოლო 7 დღეში ამერიკაში კორონავირუსით 10 333 ადამიანი დაიღუპა.

სიკვდილიანობა განსაკუთრებით მაღალია აშშ-ს სამხრეთ შტატებში.

ბოლო 7 დღეში ტექსასში 1943 ადამიანი დაიღუპა; ჯორჯიაში - 746; ჩრდილოეთ კაროლინაში - 512 და ტენესიში - 409.

შემთხვევების ზრდა კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელებამ გამოიწვია.

ამერიკის სამხრეთ შტატებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

 

მსგავსი სიახლეები