აშშ-სა და უკრაინის შეთანხმების ფონზე კრემლში ღელავენ, რომ უპირატესობა დაკარგეს

რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში შიშობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა იცვლება და რუსეთისთვის ხელსაყრელი შეთანხმების მისაღწევად შესაძლებლობების ფანჯარა სწრაფად იხურება. 

State Of Play: ამის შესახებ კრემლის ელიტაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post წერს - კეტრინ ბელტონის სტატიაში ნათქვამია, რომ კრემლი კიევსა და ვაშინგტონს შორის გაფორმებულ სარესურსო შეთანხმებას 2 ქვეყანას შორის დაწყებულ ხელახალ სტრატეგიულ დაახლოებას მოასწავებს. 

  • "სარესურსო შეთანხმება ჩვენთვის ვითარებას აუარესებს, ტრამპსა და ზელენსკის შორის დაძაბულობის მთავარი ფაქტორი აღარ არსებობს"- ამბობს გაზეთთან საუბარში კრემლთან დაახლოებული პოლიტილოგი, სერგეი მარკოვი. 

  • მისი თქმით, შეთანხმება გარკვეულწილად ავალდებულებს შტატებს დაიცვას უკრაინა, რადგანაც შეთანხმების პირობებით ის "პრაქტიკულად ფლობს უკრაინას.

  • სტატიაში ასევე, ხაზგასმულია, რომ შეთანხმების მიხედვით ამერიკის შენატანი ერთობლივ ფონდში შეიარაღება იქნება, ხოლო უკრაინის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მიმდინარე მობილიზაციის შეჩერება პუტინის მიერ წამოყენებული ერთ-ერთი წინაპირობა იყო. 

  • გაზეთის წყაროს ცნობით, წნეხი პუტინზე იზრდება - "მას ესმის, რომ ის უფრო მოქნილი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სენატორ გრემის მიერ წარდგენილი 500%-იანი ტარიფების აქტის მიღება ძალიან მტკივნეული იქნება."

Big Picture: წყაროების ცნობით, ეკონომიკური სირთულეები ამ დროისთვის პუტინის მთავარი თავის ტკივილია - რუსეთში შიშობენ, რომ ეკონომიკამ პიკურ სიმძლავრეს მიაღწია, ხოლო ინფლაციის რისკები კვლავ მაღალია, ასევე იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი და მცირდება ნავთობის ფასები. 

  • ამასთანავე კრემლში გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ამ ეკონომიკური სირთულეების მიუხედავადაც, კრემლი უფრო განწყობილია ომის გაგრძელებისკენ, რადგანაც მიაჩნიათ, ის სამხედრო და რიცხობრივი უპირატესობა რაც დღეს აქვთ დიდხანს ვერ გასტანს. 

  • პუტინის შეხედელუბებში გაცნობიერებული ადამიანები ამბობენ, რომ რუსეთი ვერ მიიღებს ზავს ისეთ პირობებზე, რომელიც შესაძლებელს გახდის უკრაინის გადაიარაღებას.

Context: კრემლში ასევე, ხედავენ მზარდ რისკებს, რომ არსებული დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში ვითარება პრაქტიკულად ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელ წონასწორობას დაუბრუნდება. 

  • "თუ ტრამპს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მას აბოლებენ და პროცესს განზრახ აჭიანურებენ, ან რუსეთი უარს იტყვის ტრამპის აზრით მისთვისვე მომგებიან შეთანხმებაზე, ასეთ შემთხვევაში, ტრამპმა შესაძლოა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება"- ამბობს გამოცემასთან ერთ-ერთი წყარო. 

მსგავსი სიახლეები