აშშ-ში ერთ დღეში აცრილი ადამიანების რეკორდი დაფიქსირდა

11 აპრილს, კვირას, აშშ-ში ერთ დღეში, რეკორდული რაოდენობის - 4.6 მილიონი ადამიანი აიცრა.
 
შაბათს აცრილი ადამიანების რაოდენობა 3.6 მილიონი იყო.
 
აშშ-ში საშუალო დღიური აცრის მაჩვენებელი 3.1 მილიონია.
 
65 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის 78%-მა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, ხოლო 61% სრულად აცრილია.
 
 
ამერიკის 119.2 (მოსახლეობის 35.9%) მილიონმა მოქალაქემ აცრის პირველი დოზა მიიღო, 72.6 მილიონმა (21.9%) კი - ორივე.

მსგავსი სიახლეები