Pfizer: კორონავირუსის ვაქცინა ბავშვებში 90%-ზე მეტად ეფექტურია

 

Pfizer/BioNTech აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში სიმპტომური ინფიცირებისგან 90%-ზე მაღალი ეფექტურობით იცავს.

კომპანია ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციისგან ვაქცინის ამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოყენებისთვის ავტორიზაციას ელის. ამერიკაში 5-11 წლის ბავშვების აცრა ჯერ არ დაწყებულა.

Pfizer-ის კვლევაში 2,268 5-დან 11 წლამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთა ნაწილმაც პლაცებო მიიღო, ნაწილმა კი ვაქცინის ორი დოზა. შედეგების შედარებისას აღმოჩნდა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 91%-ია.

ოთხშაბათს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა გეგმა, რომლის თანახმადაც ავტორიზაციის მიღებისთანავე  5-11 წლის ბავშვების აცრა "სწრაფად" უნდა დაიწყოს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ამ ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსით ინფიცირების 1.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, 8,622-ის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და 143 დაიღუპა.

 

 

მსგავსი სიახლეები