ავღანელ ქალ მოსამართლეებს მათი გასამართლებული მკვლელები დევნიან

ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში მყოფი 220 ქალი მოსამართლე იმალება. BBC-სთან საუბარში 6-მა ყოფილმა მოსამართლემ განაცხადა, რომ მათ სახელები შეიცვალეს.

ერთ-ერთი მათგანი, მასუმა აცხადებს, რომ მან ასობით კაცი გაასამართლა ქალების მიმართ ძალადობის, გაუპატიურების, მკვლელობისა და წამების საქმეებზე. თუმცა, თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი ქალაქის ციხიდან ყველა პატიმარი განთავისუფლდა და ის მუქარებს იღებდა.

"გვიან ღამით გავიგე, რომ თალიბებმა ციხიდან ყველა პატიმარი გამოუშვეს - აცხადებს მასუმა - სახლიდან დაუყოვნებლივ წამოვედი და ყველაფერი იქ დავტოვე."

"ქალაქში მანქანის მართვისას ბურკით ვიყავი და ასე ვერავინ მცნობს. საბედნიეროდ, თალიბებების საკონტროლო პუნქტები გავიარე." - აღნიშნა მან.

სახლის დატოვებიდან მალევე მას მეზობლებმა უთხრეს, რომ რამდენიმე დღეში იქ თალიბები მივიდნენ.

რამდენიმე თვის წინ მასუმამ თალიბანის ერთ-ერთ წევრს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ცოლის სასტიკად მკვლელობისთვის. მოსამართლე იხსენებს, რომ სასამართლო სხდომაზე მას მკვლელი მიუახლოვდა და უთხრა: "როდესაც ციხიდან გამოვალ გიპოვი და შურს ვიძიებ."

იგივე მდგომარეობაშია დანარჩენი 5 მოსამართლეც, რომლებიც BBC-ს დაუკავშირდნენ. მათ ტელეფონის ნომრები შეცვალეს, რადგან მუდმივად სასიკვდილო მუქარებს იღებდნენ. ასევე ისინი თითქმის ყოველდღე იცვლიან ადგილმდებარეობას.

ბოლო 20 წელიწადში ავღანეთს 270 ქალი მოსამართლე ჰყავდა. ზოგიერთი მათგანი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მაღალი ცნობადობით სარგებლობს.

 

 

მსგავსი სიახლეები