ავღანეთის საზღვარზე ორი პაკისტანელი სამხედრო მოკლეს

ავღანეთის საზღვარზე ორი პაკისტანელი სამხედრო გარდაიცვალა. ეს თალიბების მიერ ქაბულის აღების შემდეგ, პაკისტანის არმიაზე განხორციელებული პირველი თავდასხმაა.

ქვეყნის გენერალური შტაბის განცხადებით, მათ ორი ან სამი თავდამსხმელი მოკლეს. ინციდენტი კვირას,  ბაჯაურის ოლქში მოხდა. 

ბაჯაური პაკისტანის ერთ-ერთი უკონტროლო რეგიონია, სადაც თალიბები აფარებენ თავს.

ოფიციალურ ისლამაბადს ჯერ არ უთქვამს რომელი ორგანიზაციაა პასუხისმგებელი თავდასხმაზე.

 

 

მსგავსი სიახლეები