ბაიდენმა ხელი მოაწერა ჩინეთზე სანქციებს უიღურების რეპრესიის გამო
აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კონგრესის კანონპროექტს, რომელიც სინძიანის რეგიონში ეთნიკური უიღურების მიმართ განხორციელებული რეპრესიის გამო ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
შეზღუდვების პაკეტი ჩინეთიდან იძულებითი შრომის გამოყენებით შექმნილი პროდუქტის იმპორტს კრძალავს.
ვაჭრობის ახალი რეჟიმის მიხედვით, სინძიანიდან საქონლის იმპორტიორს მოუწევს აშშ-ს მთავრობას დაუმტკიცოს, რომ წარმოებაში არ ყოფილა გამოყენებული იძულებითი შრომა.
კანონპროექტმა საკანონმდებლო ორგანოში ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო.
ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ სანქციები დაუწესა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს და კვლევით ცენტრებს, რომლებიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ უიღურების შევიწროებას უწყობენ ხელს.