BioNTech: ოქტომბრიდან 5 წლის ბავშვების აცრას დავიწყებთ
![](https://realpolitika.ge/storage/images/cache/900x440/Ozlem_Tureci_v2.jpg)
BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოზლემ თურეჯიმ განაცხადა, რომ ოქტომბრიდან ისინი 5 წლის ბავშვების აცრასაც გაუწევენ რეკომენდაციას.
შპიგელში გამოქვეყნებულ ინტერვიუში თურეჯიმ აღნიშნა, რომ კომპანიამ კლინიკური კვლევები დაასრულა და ემზადება შედეგების ევროპული მედიკამენტების სააგენტოსთვის გასაგზავნად.
"უახლოეს კვირებში ჩვენ შედეგებს გავასაჯაროებთ," - თქვა მან.
ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განცხადებით, 5-11 წლის ბავშვებისთვის ზოგიერთი ვაქცინა დასაშვები გახდება.
სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებს.